ვერცხლის სამკაულების სამშობლო და მიაოს ხალხი

ჩინეთი,  ტაიჯიანგის ოლქი, სოფელი შიდონი – ეს პროვინცია ცნობილია ვერცხლის სამკაულების ჭედვით და ქარგვით, რომლითაც მიაოს ხალხია დაკავებული. ეს ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყაროა. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ისტორია და  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

ისინი უნიკალურ ვერცხლის სამკაულებს ჭედავენ. ოლქის 14 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 11 სწორედ ტაიჯინგის ოლქში მდებარეობს. აქაური ვერცხლის ტრადიცია კი  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ამავე ნუსხაში მოხვდა მიაოს  ნაქარგები და ტრადიციული სიმღერები.

1994 წელს გუიჯოუს პროვინციულმა კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა სოფელი შიდონი “ქაღალდის მხატვრული ჭრის, ნაქარგებისა და ვერცხლის სამკაულების სამშობლოდ” დაასახელა.

დეტალებს კი ერთად გავეცოთ რეპორტაჟში

ეკა გულუა შიდონიდან

მსგავსი თემები