უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ისინი იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებსა და სამედიცინო ექსპერტებს გადაეცემა.

,,ცხედრების გაცვლა განხორციელდა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ და შესაძლებელი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სტრუქტურების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები