ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დასკვნით დოკუმენტში საუბრობენ ევროკავშირის მზაობაზე მჭიდროდ იმუშაოს სამივე ქვეყანასთან – უკრაინას, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოსთან, და დაეხმაროს ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ დოკიმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე.

მსგავსი თემები