,,დაბომბვის გამო პაციენტების ევაკუაცია შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია “უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა” – WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაკარგა კონტაქტი ღაზის სექტორში მყოფ თანამშრომლებთან. ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.

,,ღაზაში ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პერსონალთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. მე ვდარდობ მათ უსაფრთხოებაზე”, – დაწერა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაბომბვის გამო პაციენტების ევაკუაცია შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია ,,უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა”. ბლოკადა ასევე შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების მანქანების დაშავებულებთან მისვლას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,მიმართავს ყველას, ვისაც ძალუძს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას, იმოქმედონ ახლავე” დაწერა ტედროს გებრეიესუსმა.

ღაზას სექტორი ინტერნეტის თითქმის სრულ გათიშვას უახლოვდება.

მსგავსი თემები