სოხუმის აეროპორტს ნურგალიევის შვილის კომპანია აღადგენს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას.

როგორც ekhokavkaza წერს, ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. მთავრობასა და შპს ,,ინფრასტრუქტურის დეველოპმენტს” შორის. კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევია.

ასევე როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress წერს, შეთანხმების განხორციელების ფარგლებში, აღდგება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობა. ინვესტორმა უნდა განაახლოს ასაფრენი ბილიკი, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას. აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა.

ისტორიული ტერმინალის შენობაში ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მომსახურება იგეგმება. ე.წ. მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი აეროპორტის კომპლექსის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში.

მსგავსი თემები