ათასობით მომიტინგე დიდ ბრიტანეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით აქციას შეუერთდა

ათასობით მომიტინგე გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.

აქციები გაიმართა მანჩესტერში, გლაზგოში და სხვაგან. Sky News-ის კორესპონდენტი ლონდონის ცენტრიდან ამბობს, რომ პარლამენტის მოედნისკენ მიმავალ მსვლელობას ყველა ასაკის ადამიანი შეუერთდა.

დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები იზრდება, ლონდონის მერმა, დიდი მანჩესტერის მერმა და შოტლანდიის ლეიბორისტულმა ლიდერმა განაცხადეს საკითხის მხარდაჭერაზე.

დაუნინგ სტრიტმა და ლეიბორისტების ლიდერმა განაცხადეს, რომ ისინი ,,ჰუმანიტარული პაუზების” მომხრენი არიან – ბრძოლის დროებითი შეწყვეტა ღაზაში დახმარების დასაშვებად.

მსგავსი თემები