მთელი პროვინცია ტაიპანშია შეკრებილი – რეპორტაჟი კალათბურთის მატჩიდან

ქალები, კაცები, ბავშვები, ჩვილები – მთელი პროვინცია დღეს ტაიპანშია შეკრებილი. მთლიანი სოფელი და გუიჯოუს პროვინცია ქუჩაშია გამოსული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი „სპორტული საზოგადოება“ მართლა არ მინახავს. აქ ძირითადად ცხოვრობს მიაოს ხალხი.

სწორედ დღეს, აქ იმართება კალათბურთის ლიგის ფინალი. ისეთი ინტერესია კალათბურთის მიმართ, ვინც საკალათბურთო მოედანზე ვერ მოხვდა, ქუჩებში, დიდი ეკრანებიდან ადევნებენ თვალს და გულშემატკივრობენ.

მეც მომეცა შესაძლებლობა, მატჩს დავსწრებოდი და რაც აქ ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა.

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები