,,ღაზის საოპერაციო შტაბთან კონტაქტი სრულად დავკარგეთ” – პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის საოპერაციო შტაბთან და იქ მოქმედ გუნდთან კონტაქტი სრულად დაკარგეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

,,ღრმად შეშფოთებული ვართ. ჩვენს გუნდებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისები, მით უმეტეს, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ნომერზე, აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაშავებულებთან”, – წერს ორგანიზაცია.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ისრაელის თავდაცვამ კი განაცხადა, რომ ამ ღამეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებდა.

მსგავსი თემები