ერდოღანმა ისრაელს ,,ომის დამნაშავე” უწოდა და დასავლეთი დაადანაშაულა

სტამბოლში, პროპალესტინურ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე “ჟლეტვა” უწოდა და “მთავარ დამნაშავედ” დასავლეთი დაასახელა, ისრაელს კი “ომის დამნაშავე” უწოდა.

ერდოღანმა გაიმეორა, რომ ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. მან დასავლეთი გააკრიტიკა და მუსლიმანურ სამყაროს ერთიანობისკენ მოუწოდა.

პროპალესტინური დემონსტრაცია ათათურქის აეროპორტში გაიმართა.

მსგავსი თემები