,,ძალიან დიდ სიამაყესთან ერთად, ძალიან დიდი ტკივილია” – დღეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის დღეა

დღეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის დღეა. ცოტა ხნის წინ, მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის ბიუსტი დაიდგა. ცერემონიას მისი შვილები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

დღის განმავლობაში კულტურის სახლის ეზოში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

,,მე დღეს ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ეს ჩემთვის სტიმულია, იმიტომ, რომ ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი და ვამაყობ”, – ამბობს გმირის შვილი.

,,ძალიან დიდ სიამაყესთან ერთად, ძალიან დიდი ტკივილია” – თქვა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და ორგანიზატორებს, ვინც ამ დღის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები