ლუკაშენკომ ორბანი ბელარუსში მიიწვია

ბელარუსის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერმინისტრი მინსკში მიიწვია. ალექსანდრ ლუკაშენკომ ორბანს მიწვევა პრემიერ პიტერ სიიარტოს საშუალებით გაუგზავნა, რომელიც ამ კვირის დასაწყისში ბელარუსში იმყოფებოდა.

ლუკაშენკომ მზადყოფნა გამოთქვა ევროპულ ქვეყნებთან დიალოგისთვის და ორბანი „სერიოზული საკითხების განსახილველად“ დაპატიჟა.

ორბანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი განიხილავს მიწვევას ევროკავშირის სამიტიდან დაბრუნების შემდეგ.

მსგავსი თემები