ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა.

აღნიშნული მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება.

,,ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე, მე ასე ვიტყოდი მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს გზა მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს.

არსებული ინფორმაციით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს.

მსგავსი თემები