ხანძარი გაჩნდა ქუთაისის ყავის სახლში

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა. დამწვარია ობიექტის ნაწილი. აალება კარტოფილი ,,ფრის” შეწვის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მსგავსი თემები