ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი იქნება

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება. ის იმუშავებს როგორც წამყვანი, გადაცემის შემქმნელი და კომენტატორი.

მაუწყებელმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში და უმასპინძლებს სერიებს, რომელიც აჩვენებს ბრიტანეთის ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში.

,,მე ვაპირებ ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე რუსეთიდან, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებზე – ისევე როგორც გამოწვევებზე – და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ”, – დაწერა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი თემები