,,გულმა ვერ გაუძლო იქაურ ვითარებას, რომ გადახედა და გულმა უმტყუნა ალბათ”- სტიქიის ზონაში სამხედრო გარდაიცვალა

შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

,,ავადმყოფობა არ გამიგია მისი არასდროს, არც გული სტკიოდა, არც არაფერი. რაღაც გულმა ვერ გაუძლო იქაურ ვითარებას, რომ გადახედა და გულმა უმტყუნა ალბათ და მეც მიკვირს ძალიან, შოკში ვარ, არ ვიცი ჯერ კიდევ არ მჯერა. 2 დღის წინ ტელეფონით გვესაუბრა, – განუცხადა მეზობელმა ტვ პირველს.

შოვში, სამაშველო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა

მსგავსი თემები