ხანძარი ახალციხეში – ხის სათავსოებს ცეცხლი უკიდია

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ხის სათავსოებს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ხანძარი. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ცეცხლის კორპუსზე გადასვლის საფრთხე.

მსგავსი თემები