ინდონეზიაში 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ინდონეზიაში, ბალისა და ლომბოკის კუნძულების ჩრდილოეთით ზღვაში.  მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის ჩრდილოეთით, 203 კილომეტრში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები დილის 4 საათამდე ბალისა და ლომბოკის სანაპირო რაიონებში იგრძნობოდა. ძლიერ მიწისძვრას განმეორებითი, 6,1 და 6,5 მაგნიტუდის ბიძგებიც მოჰყვა.

მსგავსი თემები