ეროვნულ გამოცდებზე წელს 4 292 ნაშრომი გასაჩივრდა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292.

,,2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია“, – განაცხადა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა.

„გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა – 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
ინგლისური ენა – 754; რუსული ენა – 15; გერმანული ენა – 19; ფრანგული ენა – 2; მათემატიკა – 510; ისტორია – 796; გეოგრაფია  – 29; ბიოლოგია – 228; ქიმია – 60; ფიზიკა – 40; ლიტერატურა – 52; ხელოვნება – 7; სამოქალაქო განათლება – 114.

 

მსგავსი თემები