,,გიორგი ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ელენე ხოშტარია რუსეთისგანნ მილიონობით რუბლს დღემდე იღებს”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის ინიციატივას, ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნულია განცხადება აბსოლუტურად ხელოვნურია.

„სპეკულაციები გრძელდება, ეს განცხადება არის აბსოლუტურად ხელოვნური. გიორგი ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ელენე ხოშტარია რუსეთის ფედერაციისგან მილიონობით რუბლს დღემდე იღებს და არავის აქვს არც ემოციები, არც რეაქციები. ეს არის ხელოვნური თემები, რომლებსაც ქულების ჩაწერისთვის იყენებენ, თუმცა ქულებსაც დიდად ვერ იწერენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ინიციატივის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა 2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს.

 

მსგავსი თემები