,,ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს”- ჯანდაცვის სამინისტრო

ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს – ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი.

სამინისტროს განმარტებით, სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა.

,,ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

შოვში, სამაშველო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა

მსგავსი თემები