ვაშინგტონმა გაამხილა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ადამინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ისრაელის რაფაჰში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა. საუბარია ბომბებზე, რომლებიც შტატებს ისრაელისთვის უნდა მიეწოდებინა. ისრაელის მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეერთებული შტატები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ანკლავის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქში, სამხედრო მოქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ოპერაციის გარეშე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება ვერ მოხერხდება.

მსგავსი თემები