სოფელ კავთისხევში მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ის გორში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ერთი გადარჩა, ერთ დაკარგულს კი ისევ ეძებენ.

მსგავსი თემები