ბაღდათში, ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა

ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა და გარკვეული პერიოდი არ დაბრუნდა, რის შემდეგაც, მეზობელმა მოიკითხა, მეზობელმა ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა.

ამის შემდეგ მამაკაცი ქვევრში დახმარების მიზნით თავად ჩავიდა, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.

მსგავსი თემები