მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ – დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები

თბილისში, უხვი ნალექის გამო დაიტბორა გზები, ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა.

“მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 722222”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები