სტიქიის დროს გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილი დაკრძალეს

შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილი დღეს, თბილისში დაკრძალეს. სამოქალაქეო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

მსგავსი თემები