,,ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 არის საინტერესო”- კობახიძე მიშელის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება ზოგადი იყო. მისივე თქმით, 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო.

„ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 არის საინტერესო, რადგან არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომელთაც სტატუსი აქვთ 18-12 წლის წინ მიღებული, თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის, რომ შვიდ წელიწადში არის დაპირება, რომ შეიძლება გახდეს წევრი, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან – შარლ მიშელი

მსგავსი თემები