საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს – ირაკლი კობახიძე

საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დღეს თვისებრივად არის დემოკრატიული ქვეყანა.

„ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები