დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი პირველად წავა საზღვარგარეთ

რუსეთის პრეზიდენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კრემლი ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში, ოქტომბრის თვეში, Belt and Road ფორუმისთვის. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად.

პუტინი მზადაა ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტიის გაცემა, ჩინეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია.

პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მარტში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ პერიოდში ის კრემლის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვია.

მსგავსი თემები