მსოფლიოში პირველად, ავსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს

პირველად მსოფლიოში, მეცნიერებმა ვსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი 8სმ (3 ინჩი) ჭია იპოვეს.

“სიმების მსგავსი სტრუქტურა” ამოიღეს პაციენტის დაზიანებული შუბლის წილიდან გასულ წელს კანბერაში ჩატარებული ოპერაციის დროს.ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც ველოდით. ყველა შოკირებული იყო”, – განაცხადა ქირურგმა ჰარი პრია ბანდიმ.

64 წლის ქალს თვეების განმავლობაში აწუხებდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, ხველა და ღამის ოფლიანობა, რაც დავიწყებასა და დეპრესიაში გადაიზარდა.

იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს 2021 წლის იანვრის ბოლოს და სკანირებამ მოგვიანებით გამოავლინა “ატიპიური დაზიანება თავის ტვინის მარჯვენა შუბლის წილში”.

მდგომარეობის მიზეზი მხოლოდ ბიოფსიის დროს 2022 წლის ივნისში გამოავლინეს. ექიმებმა პაციენტის გამოჯანმრთელება შეძლეს.

ექიმების თქმით, წითელი პარაზიტი მის ტვინში ორ თვემდე იყო ცოცხალი.

ქალი გამოჯანმრთელდა.

 

 

მსგავსი თემები