შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.

მისი თქმით,  გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი.

„გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვაწვდიან გეოლოგიის სპეციალისტები. შეზღუდვა რჩება ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განვახორციელებთ სამუშაოებს, თუ რამე მითითებას მოგვცემენ“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

მსგავსი თემები