პრიგოჟინი, ,,დახურულ ფორმატში”, პეტერბურგში დაკრძალეს

კერძო სამხედრო კომპანია ,,ვაგნერის” დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა ,,დახურულ ფორმატში” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია Concord Management-მა გაავრცელა, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ როდის შედგა დაკრძალვა.

,,გამომშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პეტერბურგში, პოროხოვსკის სასაფლაო მოინახულონ”, – განაცხადა Concord-ის პრესსამსახურმა.

რუსული მედია MSK1-ის ცნობით, პრიგოჟინი სასაფლაოზე ადგილობრივი დროით, ახლოებით 13 საათზე დაკრძალეს.

,,ეს არის ის, რაც ნათესავებმა ისურვეს” – უთხრეს მედიას კითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ გავრცელდა დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე.

კრემლმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის დაკრძალვის შესახებ ქმედებები მისი ოჯახის გადასაწყვეტია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრიგოჟინის დაკრძალვაზე პუტინის დასწრება გამორიცხა.

მსგავსი თემები