„დღეს „დნმ“ ტესტირების მე-5 დღეა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება”- ზაზა მესხის ახლობელი

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. ზაზა მესხის ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს. „დღეს „დნმ“ ტესტირების მე-5 დღეა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება. წუხელ სიზმარი ვნახე, თითქოს ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების, ლოდების ტრიალს… ყველაფერი წარმოუდგენლად ნათელი იყო, არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური, ავდიოდი მაღლა და მაღლა…ეს ყველაფერი ზაზას დანახულს ჰგავდა, კი, ზაზას თვალებით დავყურებდი… ხანმოკლე იყო ეს ჩემი სიზმარი, მაგრამ იყო კი იგი სიზმარი?!- ზეცაში, მარადიულ ნათელში მიითვისოს შენი უკვდავი სული,…

მეტი...

,,ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვანს”- სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება. „დღეისთვის 31 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათ შორის ორ მათგანზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება, ასევე ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვანს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება“, – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

მეტი...

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მათივე ცნობით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ,,შეგახსენებთ, რომ  შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 27 აგვისტოს კლდის ნაშალი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია. ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს“, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.

მეტი...

სტიქიის ზონაში ორ დაკარგულს ეძებენ

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

მეტი...

იტალიაში, კაცმა მე-5 სართულიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვი დაიჭირა

იტალიელმა კაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი დაიჭირა და გადაარჩინა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მატია აგუზიმ განაცხადა, რომ ის და მისი შეყვარებული  ცენტრალურ ტურინში  ადგილობრივი დროით დილის 11 საათიისთვის გადაადგილდებოდნენ, როდესაც მამაკაცის ყვირილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ,,მე ჩემს შეყვარებულთან ერთად გამოვედი პურის საყიდლად და შენობიდან ყვირილი გავიგეთ, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო.  გავიგონე კაცის ყვირილი, როცა დაინახა რაფაზე მიყრდნობილი პატარა გოგონა. პატარა გოგო ქუჩისკენ სულ უფრო და უფრო იხრებოდა, ფეხები ჰაერში ჰქონდა და თავს მხოლოდ ხელებით იჭერდა. თავიდან მეც ყვირილი დავიწყე და ბავშვს მივუთითებდი, რომ უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მას…

მეტი...

რუსეთმა ომში  დაახლოებით 261 840 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 261 840 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 261 840; ​ტანკი – 4 414;  ჯავშანტექნიკა – 8 579; საარტილერიო სისტემა – 5 450; სარაკეტო სისტემა – 733; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 387; საკრუიზო რაკეტები – 1 419; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 909; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 820.

მეტი...

საფრანგეთის საჯარო სკოლებში ისლამური სამოსის, აბაიას ტარება აკრძალეს

საფრანგეთის საჯარო სკოლებში ისლამური სამოსის, კაბა აბაიას ტარება აკრძალეს. ქვეყნის განათლების მინისტრის განცხადებით, უნდა არსებობდეს წესები, რომლებსაც სკოლის ადმინისტრაცია დაეყრდნობა. იგი აბაიას მუსლიმანური მრწამსის სიმბოლოდ მიიჩნევს.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ცხოვრება უსამართლოა უსამართლო.  დევიღუპეთ ხალხო.  შენ მოგიკვდი ჩემო ციმციმა გოგო”,- წერენ გარდაცვლილი გოგოს ახლობლები.   წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

 „საქართველო ვერ მოიგებს ვერცერთ ომს”- ასლან ბჟანია

„საქართველო ვერ მოიგებს ვერც ერთ ომს და ამას ვერც სამხედრო ქმედებებით მიაღწევს“,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა , ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა არც აფხაზური, არც ქართული მხარისთვის. „დროა გაიგონ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით კავკასიაში. საქართველოში სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. აფხაზეთთან დაკავშირებით იქ ცალსახა აზრი არ არსებობს. ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ესმით რეალობა, თუმცა არიან ისინიც, ვინც არასოდეს შეეგუება. ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს მდგრადი მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“, – განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...

ერდოღანი რუსეთში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მალე ეწვევა რუსეთს, რათა განიხილოს მარცვლეულის შეთანხმება. ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა ისაუბრა. მას არ დაუზუსტებია, შეხვდება თუ არა ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება ერთი წელი გაგრძელდა, მაგრამ დასრულდა გასულ თვეში მოსკოვის დატოვების შემდეგ. ანკარა ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომელიც ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის გატანას ითვალისწინებდა.

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

ყაზბეგის გამზირზე მანქანა მოპედს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე – “ფორმულას” ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს დაეჯახა. მოპედის მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ელტონ ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მომღერალი ელტონ ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მომღერალი სახლში წაიქცა. ,,სერ ელტონი გუშინ სახლში წაიქცა. სერიოზული არაფერია, უბრალოდ ელტონმა თავი დაიზღვია და შესამოწმებლად საავადმყოფოში მივიდა”. – განუცხადა მომღერლის წარმომადგენელმა ”ბიბისის”.

მეტი...

ქართველმა მეზღვაურებმ 10 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველმა მეზღვაურებმა, კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით, 10 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. “კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში. ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე,…

მეტი...

რუმინეთში, უკრაინელებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

რუმინეთის ქალაქ ნევოდარში უკრაინელებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. ავტობუსში უკრაინის 40 მოქალაქე იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საგზაო ნიშანს დაეჯახა. 6 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, 6 კი პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.  

მეტი...