ვქმნით მონაცემთა ბაზას, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც შანტაჟში, ძალადობაში არიან ჩართულები – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ,,ოცნების” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას მონაცმთა ბაზა, სადაც მოხვდება ყველა პირი, რომელიც მათი აზრით ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულები. ამ ბაზაში მოახვედრებენ იმ პირებსაც, რომლებიც “ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ”.

,,ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული ინება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე”, – თქვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები