,,იძებნება 16 ადამიანი, აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში  16 ადამიანი იძებნება. მისივე თქმით, აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.

„დაკარგული ადამიანების აღმოჩენის შესახებ ახალი ინფორმაცია არ არის. იძებნება 16 ადამიანი, ხოლო აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება, დანარჩენი იდენტიფიცირებული არიან. ზოგიერთი მათგანი უკვე გადასვენებულია. დღეს გლოვის დღეა და კიდევ ერთხელ ძალიან გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეულ ოჯახს. წარმოუდგენელი ამბავია, ტრაგედიაა, როცა დაკარგულია ოჯახის რამდენიმე წევრი და მათ ეძებენ. აქ როცა ამბებს ისმენ, თავიანთი ოჯახების ამბებს გიყვებიან, არ შეიძლება, ეს მარტივად გადმოსცე. თითოეულ ოჯახს და მთელ საქართველოს გულწრფელად თანავუგრძნობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

მსგავსი თემები