,,უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა, მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს” – ზელენსკი

აგვისტოს ომის 15 წლისთავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და მტკიცე მხარდაჭერას გამოთქვამს ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

,,საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველ ხალხისა და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს”,, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები