,,სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას”-სკოლა, სადაც ლუკა სწავლობდა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ლუკა დუდაშვილის გარდაცვალების გამო 161-ე საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პატარა ლუკა 161-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე იყო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებლებს და სრულიად საქართველოს. სტიქიამ იმსხვერპლა ჩვენი მეორე კლასელი მოსწავლე ლუკა დუდაშვილი… ვუსამძიმრებთ პატარა ლუკას დამრიგებელს და კლასელებს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას ამ ხანმოკლე პერიოდში. განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

 

მსგავსი თემები