ხვიჩა კვარაცხელია ,,ადიდასის” სახე გახდა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა.

Instagram-ზე ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, სადაც ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს გადასცემენ.

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა კონტრაქტი გაუფორმა.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები