ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო – ტრაგედია ფოთში

ფოთში, შავ ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო. ბავშვები დღის მეორე ნახევარში საბანაოდ გავიდნენ და მას შემდეგ გაუჩინარდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისათვის ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს. პარალელურად, მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

მსგავსი თემები