,,მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – გერმანიის საელჩო

2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს გერმანიის საელჩო ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ცალმხრივი აღიარება მიუღებელია.

“რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე: ვიხსენებთ დაღუპულებს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები”, – წერს ფიშერი.

მსგავსი თემები