,,თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა”- ოთარ შამუგია შოვზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა.

მისი თქმით, ინფორმაციას, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, არასწორია.

,,მინდა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი დეტალები მივაწოდო, რაც წინასწარი შეფასებით დადგინდა. სტიქია იმით დაიწყო, რომ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. ის შემდგომში შეეჯახა მყინვარს, გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მეწყრული პროცესები და ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა. საუბარი იმაზე, რომ მდინარის ორდღიანი დაგუბება იყო, ეს არასწორი ინფორმაციაა. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლისგან აღებული მონაცემების თანახმად, სტიქიამდე და სტიქიის დროს მდინარის წყლის დონის სხვაობა არ დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის ხანგრძლივი შეგუბება ვერ იარსებებდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველადი დასკვნის თანახმად, ეს მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს დასკვნა ყველა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

მსგავსი თემები