,,მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია”- ლევან დავითაშვილი

იცით, რომ შოვში ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის დროს.

„იცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული, მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლური ვართ და რაღაცების პრევენცია, თავიდან არიდება ალბათ შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის დროს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები