სოფელ კავთისხევში მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 ადამიანი იჯდა

ავტომობილი სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მდინარე კავთურამ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, სოფელ კავთისხევში მოხდა. სამიდან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ წყლიდან ამოსვლა თავად შეძლო, ამ დრომდე კი, მაშველები 35 წლის მამაკაცს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.

მსგავსი თემები