შვეიცარიაში, სიგარეტის ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს

შვეიცარიის ქალაქ ბადენში სამი ქართველი დააკავეს, რომელიც „სპარის“ სუპერმარკეტში სიგარეტებს იპარავდნენ.

პოლიციამ „სპარის“ მოლარემ მიმართა, რომლის ინფორმაციით, ერთმა ქართველმა მისი ყურადღება გადაიტანა, ხოლო ორმა ამ დროს რამდენიმე ბლოკი სიგარეტი მოიპარა.

პოლიციამ თავდაპირველად 26 წლის ქართველი დააკავა, რომელიც მაღაზიის მახლობლად იმყოფებოდა. დანაშაულის ორი თანამონაწილე (26 და 31 წლის) პოლიციამ დაახლოებით ერთ საათში დააკავა.

მსგავსი თემები