,,ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა” – დავით არახამია

უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა.

,,დღეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან 15 წელი შესრულდა. დიახ, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას და ეს საბედისწერო პროგნოზი სრულად ახდა და დღეს ყველა აღიარებს, რომ ქართველები და სააკაშვილი მაშინ მართლები იყვნენ და რომ დასავლეთი კი ცდებოდა, როცა ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები.

ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა! დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გავუძლებთ, არამედ დავამარცხებთ სამყაროს მთავარ მტერს – პუტინს! და ეს ხდება ქართველი მებრძოლების მონაწილეობით და ეს მოუტანს მშვიდობას და ბედნიერებას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ჩვენთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს!

დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყნებში ომი აღარასდროს იქნება!”, – განაცხადა არახამიამ.

მსგავსი თემები