,,რუსეთი განაგრძობს ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას” – სენატორი რიში

აგვისტოს ომის 15 წლისთავს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება და “ტვიტერზე” წერს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები.

“15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, მოახდინა ოკუპაცია და დაარღვია ადამიანის უფლებები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები”, – წერს ჯიმ რიში .

მსგავსი თემები