,,ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის მიერ სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება.

„15 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი თემები