შოვში სამძებრო სამუშაოები ახალ ლოკაციაზე დაიწყო

შოვში სამძებრო სამუშაოები ახალ ლოკაციაზე დაიწყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიამდე არსებული მონაცემები აძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს.

,,საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით 2 საათის წინ ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით დღის განმავლობაში. ორივე მიმართულებით ფაქტობრივად გზა დასრულებულია. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე მოქცეულია კალაპოტში. პარალელურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, – აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

მსგავსი თემები