დღეს ახალი ლოკაციის, ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის წმენდა დაიწყება – ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი ახალი ლოკაციის, ე.წ. მჟავე წყლების წმენდა დაიწყება.

,,სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მუშაობს 80-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. ერთ-ერთი ახალი ლოკაციის წმენდა დაიწყება დღეს, ე.წ. მჟავე წყლების. გუშინ ბოლომდე იქნა გზა გაყვანილი და ახლა მიმდინარეობს მდინარის გადაგდების სამუშაოები ესე ვთქვათ, კალაპოტს ვუცვლით ხელოვნურად, რომ მოხდეს იქ დამუშავება ლოკაციის და ამოწმენდა,” – აცხადებს ხიდეშელი.

მსგავსი თემები