„ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც 8-9 მარტის მოვლენებით მიიღო – ნიკა ჩიტაძე

,,არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით – მმართველი გუნდი ცეცხლზე ნავთს ასხამს ისევ. ალბათ, ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც 8-9 მარტის მოვლენებზე მიიღო”. ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის დროშით საკრუიზო გემი შემოდის და ამას მმართველი გუნდი ემიჯნება.

„სამწუხაროა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი გამოდის და “ქაჯებს” უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საზოგადოების მოღვაწეები, იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აპროტესტებენ ოკუპანტი ქვეყნის საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლას. სამწუხაროა, რომ გემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა – “ჩვენ გავათავისუფლეთ აფხაზეთი თქვენგანო”. ჩამოდიან ქართულ მიწაზე კიდევ პრეტენზიებით და ასეთ დროს, მმართველი პარტია ემიჯნება გემის შემოსვლას. უკვე რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოფრინდა და დაჯდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის აეროპორტში რუსეთიდან. ბუნებრივია, უკვე შემოდიან გემები. არ გამიკვირდება თუ ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს ისევ. ალბათ, ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც მმართველმა პარტიამ მიმდინარე წლის 8-9 მარტის მოვლენებზე მიიღო“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მსგავსი თემები