„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კოახძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფულს იხდიდა იმაშ, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. როგორც კობახიძე გამარტავს, სწორედ ეს დაადასტურა  FARA-ს  დოკუმენტმა.

„FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.  პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს.  ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია. პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არამარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება, გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები